სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის პროტესტი


სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად თბილისიდან ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდა. მან ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მსვლელობით და სტვენით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია.

აქციის მონაწილეებმა რამოდენიმე ადგილას დაწერეს და გააკრეს ბანერი, რომ რუსეთი ოკუპანტია.IMG_7391

“სკეიტპარკთან” გაშალეს ბანერი წარწერით: “აფხაზეთი საქართველოა”.IMG_7398

“ეხლა, რომ მითხრან ენგურის ხიდს გავხსნით და სოხუმამდე თუ ჩახვალ ფეხითო, ჩავალ. ამაზე მაგარი განწყობა არ მქონია არასოდეს. დროა გამარჯვებული მენტალიტეტი დავიბრუნოთ. მე პირადად ჩემი ომი მოვიგე და მიხარია, რომ მარტო არ ვიქნები ენგურის ხიდზე” .-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი, თანამოაზრეებთან ერთად, ფეხით გაემართა ენგურის ხიდზე. მათი ინფორმაციით, ისინი დანიშნულების ადგილზე სამ საათზე იქნებიან და იქიდან გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!