„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სტუმრობდა მწერალი მაკა ჯოხაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ესეებისა და ლიტერატურული წერილების ორი კრებული. „ერთი გახლავთ „სამოთხე უსიყვარულოდ’’, რომელშიც ძირითადად ესეები და ლიტერატურული წერილები შედის, მეორე გახლავთ გამოცემა ინტელექტის გახმაურებული პროექტი ჩანაწერების სახით „ჩაძირული დღესასწაული’’. ეს გახლავთ ჩანაწერები ჩემს დღიურში 80-იანი წლებიდან დღემდე.“ მაკა ჯოხაძემ საკუთარი ჩანაწერებიდან ესეები და ამონარიდები წაუკითხა საზოგადოებას.“
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ „ზუგდიდელები.გე“-სთან საუბარში აღნიშნა: „წელს, პირველად შეუერთდა ჩვენი ბიბლიოთეკა „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ , ეს დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენს საზოგადოებას, ახალგაზრდობას, წიგნის კითხვის მნიშვნელობას. ეს დღე ქალაქში მერიის მხარდაჭერით გაიმართა.“