სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა


  • ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალში მონაწილეობას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები იღებდნენ.

ღონისძიება წელს პირველად, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის პრეზიდენტის გოჩა კაპანაძის ინიციატივით დაფუძნდა.

ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება.

ფოტო: ზუგდიდის მერია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 2 =

Akismet ანტისპამი