- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 33 უკანონო სახერხი საამქრო.
უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 62 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 27 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 21-21 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. კახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში – 5, სამცხე-ჯავახეთშიც – 5, მცხეთა-მთიანეთში – 4, შიდა ქართლში – 3, თითო-თითო სამართალდარღვევა კი, გამოვლენილია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
ჯამში ამოღებულია 67 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
“ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ხუთ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 33 უკანონო სახერხი საამქრო”.-ნათქვამია ინფორმაციაში.