- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 101, შიდა ქართლი – 119, გურია – 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 110, მცხეთა-მთიანეთი- 30, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10”.-განაცხადა სიჭინავამ.