- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, 148 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 169 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
“ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 39 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.