- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 259, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 145, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11”.-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.