- საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, ქვემო ქართლში – 168, შიდა ქართლში – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 74, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ერთი.
საქართველოში საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი.