- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 100 საშუალოდ მძიმე და მძიმე 11.
ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე და 1 კრიტიკული.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 8 და მძიმე 5.
ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში – 30 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 507მოქალაქე. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 123 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 83 წლის მამაკაცი, ის წალენჯიხის მცხოვრები იყო. ქუთაისის კოვიდ კლინიკაში კი 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ის ფოთის მცხოვრები იყო.