სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 117 მოქალაქე. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე კლინიკებში გადის მკურნალობას – 287.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 140 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 85.
“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 8 და მძიმე 5.
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 10 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში- 31 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.
აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკაში – 27 პაციენტი მკურნალობს. კლინიკებში თვითდინებით მისულ პაციენტთა რაოდენობა – 9.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 591-ია.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუხის კლინიკაში 95 წლის კოვიდ ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის ზუგდიდის მცხოვრები იყო. ზუგდიდის ევექსის კლინიკაში 2 ქალი გარდაიცვალა. ერთი 69 წლის ასაკში, მეორე კი 81 წლის. სენაკში, კლინიკა “სენამედში” 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი სენაკის მცხოვრები იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!