სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები კიდევ ორი პირი კორონავირუსით გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 128 მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 150 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 60 (თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 30).

“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 38 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 8 (თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 2).

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 39 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტი (თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 1).

ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 31 პაციენტი (თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 1).

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 21 პაციენტი (თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა 7).

ამავე ინფორმაციით, გარდაიცვალა 66 წლის მოქალაქე აბაშიდან, ქუთაისის ჰოსპიტალ სერვისში. პაციენტს ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები. ამასთან, გარდაცვლილია ინფიცირებული 84 წლის მამაკაცი, სენაკის მცხოვრები. ის გარდაიცვალა კლინიკა სენა-მედში. მასაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!