სამეგრელო-ზემო სვანეთში სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი გაიმართა


  • გაეროს განვითარების პროგრამის პორექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვიათრების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2 ის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პარტნიორობით, სამგერელო ზემო სვანეთის სამეწარმეო-საინვესტიცო ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანია რეგიონის საინვესტიცო პოტენციალის წარმოჩენა, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების გამოკვეთა და მათი გაძლიერების შესაძლებლობების გარშემო დისკუსიის წარმართვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე გაიმართა 3 პანელური განხილვა, სადაც მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორის წარმადგენელებს საშუალება ჰქონდათ წარმოეჩინათ თავინთი საინვესტიცო პროფილები.

რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები და საინვეტიციო წინადადებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ წარადგინა.

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და გაეროს განვითარების პროგრამების ელჩმა ანა ჩერნიშოვამ.

ავსტრიისა და შვეიცარის განვითარების სააგენტოებთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ინვესტორების დაინტერესებას, ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას და საინვესტიცო ფორუმების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში.

საინვესტიციო ფორუმი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული ჯანდაცვის სამინიტროს შესაბამისი რეგულაციების დაცვით ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!