ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ,,D” კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 – ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 6 წლამდე ვადით.