- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41”.-განაცხადა სიჭინავამ.