- სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, “როგორც ქვეყანაში, ასევე სამეგრელო-ზემო -სვანეთის რეგიონში არ არის პროდუქტი დეფიციტური – ,,მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია ტვირთისთვის და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან.
მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა კერძო ბიზნესთან, რომ თუ მათ ასაღები ფასები გაუძვირდებათ, ფასთასხვაობას სახელმწიფო დაფარავს, რომ არ გაძვირდეს პროდუქტი სუპერმარკეტებში. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყო და არ აკეთოს მარაგი” – განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.