სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები შეზღუდულად იმუშავებენ


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში შეიზღუდება გარკვეული სერვისების მიწოდება, ასევე აღარ გაიმართება კომისიების ან საბჭოს სხდომები, რასაც მოქალაქეები ესწრებიან.

მოგიწოდებთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოთ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროებს, რომლებიც შეზღუდულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. არ შეჩერდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, მომსახურების გაწევა და მუნიციპალური სერვისის – უფასო სასადილოების ფუნქციონირება. მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება და სხვა სერვისების განხორციელება. გთხოვთ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს”.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე და ელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერეთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:

 სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
ცხელი ხაზი: 599 62 65 61; 591 44 75 41
ელ ფოსტა: szs@szs.gov.ge
Fb: https://bit.ly/2TKtEMJ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია:
ცხელი ხაზი: 591 44 75 46
ელ ფოსტა: zugdidismeria@gmail.com
Fb: https://bit.ly/2TIlNPO


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!