სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა იწყება


  • „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება: რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე

სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;

მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;

ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის – ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით თანადაფინანსების შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 28 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!