სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამცრელი ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში იმყოფება. სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის  შესაძლებელი. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია სოფელ ყულიშკარის ამბულატორიაში მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!