სამეგრელოში ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრობარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას.

დანაშაულში მხილებული პირები თავის მხრივ წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოქალაქეებზე მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია.

ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!