- სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 283 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.
მათგან 14-ზე დადებითი პასუხია. აქედან 7 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 3 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 4 -ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 3 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ შემთხევევბს, მათგან 1 ცხელებით რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო 2 კი საკარანტინე სივრცეში. 1 შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, პაციენტი ცხელებით იმყოფებოდა არქიმედეს კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 221 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 72 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი, მათგან 2 ზუგდიდის, 2 კი ოჩამჩირეს მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 106 ადამიანი.