- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.
ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი.
აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 20 პაციენტი.
სენაკი “ლაზიკა მედი” 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 ადამიანი.
მარტვილის “ევექსის” კლინიკა 22 პაციენტი.
წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 28 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 354 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ორი პაციენტი, 68 წლის ფოთელი ქალი და აბაშელი 62 წლის მამაკაცი რუხის კლინიკაში გარდაიცვალა.ამასთან, ფოთის მცხოვრები 79 წლის ქალი, ადგილობრივ კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა.