სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთში 178 ადამიანი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, აქედან ათის შემთხვევაში პასუხი დადებითია. დადასტურებული შემთხვევებიდან უმრავლესობა, შვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, შვიდი ზუგდიდელიდან 3 არის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი. ასევე სამი პირი არის შპს გორგიას სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტი. ერთი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი. ის მუშაობდა ზუგდიდი-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსზე. ინფიცირებული არის ზესტაფონის მცხოვრები, რომელიც ზუგდიდში გეგმიური ტესტირებით გადამოწმდა.

მალხაზ თორიას განმარტებით, 10 შემთხვევიდან სამი არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრები. აქედან ერთი ადრე გამოვლენილი საავადმყოფოს მედპერსონალის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ორის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სამეგრელო–ზემო სვანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 180 მოქალაქეს. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 133 პირი.

რუხის საავადმყოფოში მკურნალიობას გადის 71 კოვიდინფიცირებული. 3 შედარებით დამძიმებული პაციენტი გადაიყვანეს თბილისში.

ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს 19 კოვიდინფიცირებული გადის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!