- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 21 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 14 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 38 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 20 მოქალაქე.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 30 პირი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით რუხის კლინიკაში 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი მესტიის მცხოვრები იყო.