სამეგრელოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, გუშინ, კორონავირუსზე 838 პირის ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, აქედან 25 არის დადებითი. 

მალხაზ თორიას ინფორმაციით,  მათგან 7 ზუგდიდია. 1 მოსწავლეა – რეპეტიტორის კონტაქტი, 2 ცხელებით შესული პაციენტია და 4 კი ოქროს ბირჟის კლასტერი. ხობში 2 შემთხვევა დადასტურდა, რომლებიც უკვე გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება. სენაკში 6 ახალი შემთხვევაა, ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4 პირს, რომლებიც ოკუპირებული საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. ერთი შემთხვევა კი საკარანტინე სივრცეში დადასტურდა. ჩხოროწყუში ვირუსი 5 პირს დაუდგინდა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 58 კოვიდინფირებული პირი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 131 პირი. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 131-ია.

რაც შეეხება, ფოთის კლინიკას, იქ იმყოფება 26 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!