- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 91 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 6 ადამიანი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 13 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკა 20 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 17 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 7 და 1 მძიმე მოქალაქე.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდ 64 პირი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 58 წლის ქალია, ფოთის მკვიდრი, რომელიც მკურნალობას თბილისში, კოვიდ კლინიკაში გადიოდა. მეორე, 71 წლის ქალია, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრები იყო. პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.