სამეგრელოში და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 13 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ი.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი და მჭიდი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ა. ქალაქ რუსთავში, ხოლო 1987 წელს დაბადებული ა.ტ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ლ.ა.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა. ა.ტ.-ის პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, 20 ვაზნა და მჭიდი.

შსს ინფორმაციიით, ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – 1960 წელს დაბადებული ვ.მ.,ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – 1983 წელს დაბადებული მ.ბ., ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – 1968 წელს დაბადებული გ.ვ., მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1963 წელს დაბადებული თ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „MAGNUM“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა.

პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც მ.ბ.-ი გადაადგილდებოდა, ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო შაშხანა, 22 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი.

გ.ვ.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული 2 რევოლვერი, შაშხანა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 248 ვაზნა.

პოლიციამ თ.გ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 40 ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების,გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის 214-ე მუხლით მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!