სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალების, „მეთადონის“ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაცაიში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!