სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს მოაწერს


  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს მოაწერს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

“ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!