საკრებულო, “ნაციონალები”, “კაზანტიპი”


ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომასაც არ ჩაუვლია ,,ნაციონალების” მიერ გამოთქმული შენიშვნების გარეშე. დღის წესრიგით გათვალისწინებბული რვა საკითხის განხილვის შემდეგ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განცხადება გააკეთა, სადაც ზუგდიდის თემის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას მიერ  საკრებულოს 5 სექტემბრის სხდომაზე გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა და მას რაიონის პრობლემებით დაინტერესება ურჩია და მათ შორის,  ფესტივალ ,,კაზანტიპის“ ჩავარდნის მიზეზების გარკვევაც. გარდა ამისა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონული პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საკრებულოს წევრის ანა წითლიძის განცხადებით, პროექტ „კაზანტიპის“ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი  სწორედ დავით კოდუას აკისრია, რადგან მან მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა თითქოს ანკლიასა და განმუხურში 35-40 ათასი დამსვენებელი ჩავიდოდა. დეპუტატის განცხადებით, დაიმედებულმა მოქალაქეებმა ბანკებიდან კრედიტი გამოიტანეს და მცირე ბიზნესის წარმოება სცადეს, ახლა „ვალებში ჩავარდნილ“ მოსახლეობას კი პასუხს არავინ სცემს. ანა წითლიძის სიტყვებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე „კაზანტიპის“ შედეგებით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ განცხადებას მიზანმიმართულად არ აკეთებდა, იმ იმედით, რომ მოხდებოდა სტატისტიკის გამოქვეყნება შედეგებთან დაკავშირებით.
განცხადებას საკრებულო სხვა წევრებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეც გამოეხმაურა. მერაბ ქვარაიას განცხადებით ყველას აქვს საკრებულოს სხდომაზე პოზიციის დაფიქსირების უფლება, თუმცა სასურველია განხილვის თემა ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იყოს. რაც შეეხება ,,კაზანტიპს“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში არაა გამორიცხული რომელიმე ბიზნეს პროექტის ჩავარდნა და მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო ხელისუფლების ინიციატივა, ფესტივალის ორგანიზატორებს ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ქონდათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!