საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე ზუგდიდის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა


  • საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 70 500 მილიონი ლარით განისაზღვრა. დღევანდელ სხდომაზე, გამოცხადებულმა დეპუტატებმა წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, სხდომის მიმდინარეობის პროცესში, “ახლების” წევრებმა, იმ ახალგაზრდების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებიც, თბილისში საპროტესტო აქციების დაშლისას, ძალის გადამეტების შედეგად, დაშავდნენ. ამ საკითხზე განმარტება გააკეთა “ახალის” წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ. მისმა განცხადებამ, ხმაური და პოლემიკა გამოიწვია, რადგან საპირისპიროდ, “ქართული ოცნების“ წევრებმა, მას და სხდომაზე დამსწრე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები შეახსენეს. სხდომათა დარბაზში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!