ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა


  • ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა და შემდეგ ჩაიშალა საკრებულოს დღევანდელი სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი ოპოზიციონერი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების ოპოზიციონერი თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო.

საკრებულოს სხდომა პირველ საათზე, კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. სხდომას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები. კვორუმის უქონლობის გამო, გამოცხადდა შესვენება.

სხდომა მოგვიანებით, ორ საათზე, ისევ განახლდა, უკვე “ქართული ოცნების” დეპუტატებთან ერთად, თუმცა მათ არ გაუვლიათ რეგისტრაცია. განახლებულ სხდომაზე, ისევ არ იმყოფებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და საკრებულოს სხდომაზე ისევ გამოცხადაა ერთ საათიანი შესვენება.

სამ საათზე განახლებულ სხდომაზე, “ქართული ოცნების” წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღება მიულოცეს და სწორედ მაშინ დაიძაბა სიტუაცია, რომელიც გადაიზარდა ურთიერთბრალდებებში და დაპირისპირებაში. სხდომა დატოვეს ფრაქცია “ახალის” 14-მა წევრებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.

დარბაზში იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონის მიღებას. ასევე დარბაზში იმყოფებოდნენ ზუგდიდის მერიის სამსახურებისა და ააიპ-ების თანამშრომლები. სხდომაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიაც.

საკრებულოს მომდევნო სხდომა ჩაინიშნა მომავალ კვირას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!