- 31 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არრსებობის გამო მერვედ ჩაიშალა. დღესაც სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების სერიულ ჩაშლასთან დაკავშირებით, განმარტება ვსთხოვეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპრატის უფროსს ნატალია პაპასკირს. “საკრებულოს რამდენიმე სხდომის ჩაშლის შედეგი კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თუ ის მიიღებს სისტემატიურ ხასიათს და ექვსი თვის განმავლობაში, მუდმივად ჩაიშლება, მაშინ კანონის თანახმად, საკრებულო დაიშლება”.
ინფორმაციისთვის: მორიგი სხდომა ხვალ, პირველი საათისთვის არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება, საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენება.