- 31 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არრსებობის გამო მეათედ ჩაიშალა. დღესაც სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.
ინფორმაციისთვის: მორიგი სხდომა ხვალ, პირველი საათისთვის არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება.
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ბასილაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ ჩანგელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი სორდიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია გაწერელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;
9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბელა მოსიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;