- განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იყო კონკურსში მონაწილე სამი არქიტექტურული ბიუროს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები. კონკურსის მიზანია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია-განვითარების საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. წარმოდგენილი წინადადებები ითვალისწინებდა არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას, ასევე ახალი ფუნქციური და რეკრეაციული ობიექტების დამატებას.
საკონკურსო კომისია კონკურსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
