საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო


  • საკანონმდებლო ორგანომ, პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული პარლამენტის 12 გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების – გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის – უფლებამოსილება ცნო.


პარლამენტმა თორმეტივე დეპუტატის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტებს ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

2 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს, საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!