საინფორმაციო შეხვედრა


გადამცემი სადგურები სამეგრელოში 2015 წლის 6 აგვისტოს 10 საათზე გაითიშება. სამეგრელო მეხუთე სამაუწყებლო ზონაა, სადაც ანალოგური მიწისზედა საერთო მაუწყებლობა ითიშება. რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტ-ტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

სამეგრელოში ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გათიშვამდე ერთი ორი დღით ადრე ზუგდიდში რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. მოქალაქეებს ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმოამდგენლებმა. შეხვედრა დღეს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!