- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: რიყესა და ზედაეწერში გეგმიური შემოვლა განახორციელეს.
“ზუგდიდიდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ბრიგადირებთან, ერთად შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს. მოუწოდეს, თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
ზემოთ აღნიშნული სოფლების ტერიტორიებზე, ზედამხედველობის ჯგუფის მიერ, განთავსდა ბანერები ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებზე.
პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ გარემოს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, მათზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით.
რაც შეეხება მუყაოს ყუთებს, დაკეცილ მდგომარეობაში უნდა მოთავსდეს მუყაოსთვის განკუთვნილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში .
გაცნობებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრთან” შექმნილია მობილური ჯგუფი სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანაზე.ღირებულება 2 მ3 -მდე (1 გზობა) შეადგენს 150 ლარს.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 577 96 04 06; 595 22 25 31; 0(415) 25 32 17;”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.