“საია” ბავშვთა უფლებებზე


დღეს, „საიას“ საკვირაო სკოლის ბავშვებმა, ქალაქის ცენტრალურ ხეივანთან, აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით ასახეს ბავშვთა კონვენციები და ის სტატისტიკა თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ბავშვთა უფლებების კუთხით.

“საიას” იურისტმა ინეზა შენგელიამ აღნიშნა, რომ “ასევე, არის სტატისტიკა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, კონვენციის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნიათ ბავშვებს, ზოგადად და როგორ გარემოში უნდა ცხოვრობდნენ ისინი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=PcHHvMQ-kEQ[/embedyt]

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ საჯაიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი აქციით სურდათ მოქალაქეებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!