საიას ზუგდიდის ოფისში გაიმართა შეხვედრა, საიას ზუგდიდის ოფისისა და საიას ქუთაისის ფილიალის ერთობლივად დაგეგმილი ავტოტურის ფარგლებში, თემაზე „საქართველო და მიგრაცია“. შეხვედრა გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში რომლიც ხორცილედება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტოტურის მიზანია მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
საიას ზუგდიდის ოფისი, საიას ქუთაისის ფილიალთან ერთად 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარებს შეხვედრებს ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის თემის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.