- ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი შეიცვალა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაცვლად 18:45 -საათისა, საღამოს 19:21, 19:31, 19:45 საათებზე გავა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქიდან დანიშნულ მიმართულებებზე.
“რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოქალაქეების უკმაყოფილებაზე ავტობუსების რამდენიმე წუთიან დაგვიანებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა, ვინაიდან ქალაქის ქუჩებში აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რაც თავის მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას გეგმა-გრაფიკის მიხედვით აფერხებს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში, ეს საკითხი, მოგვარებული იქნება და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ გადაადგილების დროული და კომფორტული გარემოება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც “ზუგდიდელებს” მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.