დადიანების სასახლეთა მუზეუმი საზაფხულო სკოლას „პატარა მუზეუმელი“ იწყებს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო საზაფხულო სკოლაში „პატარა მუზეუმელი“.

პროგრამა სპეციალურად 7-12 წლის მოსწავლეებისთვისაა შემუშავებული და მიზნად ისახავს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას. ინტერაქციული, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან მუზეუმის გარემოს, მის ისტორიასა და ექსპონატებს.

  • ჩატარების თარიღი: 3–7 აგვისტო
  • სამუშაო საათები: 10:00 – 17:00
  • ჩატარების ადგილი: ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი

საზაფხულო სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვებისა და დეტალებისათვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen + 6 =

Akismet ანტისპამი