“საზაფხულო სკოლა დადიანებში” რეგისტრაცია დაიწყო


  • დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადიანების სასახლეში, “საზაფხულო სკოლა დადიანებში” რეგისტრაცია დაიწყო.

“საზაფხულო სკოლა დადიანებში” წარმოადგენს ექვსდღიან საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. ინიციატივა მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ტრადიციული ხელოვნების სინთეზით, ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროგრამა ხორციელდება დადიანების მუზეუმისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით. პროგრამა აერთიანებს ლექციებსა და პრაქტიკულ შეხვედრებს, რაც უზრუნველყოფს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას და მათთვის საინტერესო, მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნას.

პროგრამის დეტალური კალენდარი:

29 ივნისი – კულტურული მემკვიდრეობის დღ

  • დადიანების მუზეუმის ექსკურსია კვალიფიციური გიდის თანხლებით.
  • ტყავის დამუშავების ტრადიციული ტექნიკის შესწავლა სპეციალისტ, ირინა ყორშიასთან ერთად.
  • ტყავის სამახსოვრო ხელნაკეთი ნივთის დამზადება.

30 ივნისი – ვიზიტი კერემიკულ სახელოსნოში: “კერამიკის ლაბორატორია

  • ქართული კერამიკული ტრადიციების გაცნობა.
  • კერამიკის პრაქტიკული აქტივობა – ხელნაკეთი ნივთების დამზადება.

1 ივლისი – ტექნოლოგიური ინოვაციების დღე (ზუგდიდის ტექნოპარკი)

  • რობოტიკის საფუძვლები – LEGO-ზე დაფუძნებული კონსტრუირება და პროგრამირება.
  • 3D მოდელირების თეორია და პრაქტიკული გამოყენება.
  • ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების დემონსტრაცია და ინტერაქტიული გამოცდა.
  • ლაზერული გრავირებისა და ჭრის ტექნოლოგიებით ხის აქსესუარების დამზადება.

2 ივლისი – საცხენოსნო კლუბ „ხარებაში” ორგანიზებული ვიზიტი

  • ლექცია თემაზე – “ცხენოსნობა სამეგრელოში” .
  • შეხვედრა საცხენოსნო კულბის მთავარ მრწთვნელ, მათე ეხვაიასთან.
  • ცხენებთან ურთიერთობის ეთიკისა და მოვლის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
  • ცხენით გასეირნება.
  • ფოტოსესია.

3 ივლისი – კულინარული მემკვიდრეობის დღე

  • ქართული გასტრონომიული ტრადიციების გაცნობა “ფოლკლორის სახლის” დირექტორ, ბესო ჭითანავასთან ერთად.
  • ტრადიციული ქართული კერძების პრაქტიკული მასტერკლასი.
  • ერთობლივი კულინარული პროცესი და დეგუსტაცია.

4 ივლისი – ვიზიტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

  • ბაღის ისტორიის გაცნობა და მნიშვნელოვანი ლოკაციების დათვალიერება.
  • ყვავილების დარგვის პრაქტიკული აქტივობა.
  • დასკვნითი ღონისძიება: საზეიმო დახურვა, სერტიფიკატების გადაცემა, ფოტოსესია.

პროგრამის დეტალური აღწერა:

  • თარიღი: 29 ივნისი – 4 ივლისი, 2025.
  • ხანგრძლივობა: 6 დღე
  • დროის განაწილება: დღიურად 2 – 3 საათი.
  • ღირებულება: 250 ლარი.
  • სამიზნე ჯგუფი: სკოლის ასაკის მოსწავლეები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!