სავაჭრო ცენტრი 4 ჰექტარზე განთავსდება


აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან, რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „მეგობრობის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები გუბერნატორმა ლევან შონიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და ზუგდიდს გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერეს.
გუბერნატორის განცხადებით, სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია, ლევან შონიამ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას.
სავაჭრო ცენტრი „მეგობრობა“ 4 ჰექტარზე განთავსდება. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, საზოგადოებრივი ცენტრი, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ასევე ვეტერინარული კლინიკა განთავსდება.

 სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 100-მდე მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ რუხში ასევე შენდება, მულტიფუნქციური რეგიონალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაეებს უფასოდ მოემსახურება. მთავრობას გამყოფი ხაზის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, კონფლიქტისპირა სოფლებში, კოკი, ორსანტია, ხუჩა, შამგონა, რიყე და ფახულანი აშენდა ახალი გზები, უმეტეს კონფლიქტისპირა სოფლებში მოხდა გაზიფიცირება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!