საერთაშორისო სავალუტო ფონდი – საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს


  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობებს აჯამებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ადამიანური შედეგების შემცირებისკენ არის მიმართული.

აქვე, მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები, ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ლარმა 6 მარტის შემდეგ, დოლართან მიმართებაში 14%-იანი ინფლაცია განიცადა. ანგარიშში, ნახსენებია საქართველოს მთავრობის მიერ 2 მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფის შესახებაც და მოყვანილია ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათები. საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადები დაუფარა ღარიბ სეგმენტს. ნათქვამია, რომ 351 მილიონი ლარი მიემართება ჯანდაცვის სფეროსკენ.

„6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდიაც გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა. ის ბიზნესები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს, ასევე მიიღებენ დაფინანსებას. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის ამოქმედებასაც, რათა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღორძინებას დაეხმაროს“,- ნათქვამია ანგარიშში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!