- რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერზე გამოქვეყნებულ ნოტამშია ნათქვამი.
“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20).-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ნოტამში
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.