- “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებული ხარვეზები იქნას მოგვარებული. ამის შესახებ “საერთაშოისო გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან.
მან ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არის მითითებული:
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებში დასაქმებულთა და გასაწევი ხარჯების მზარდი მაჩვენებელი, რომელიც მძიმე ტვირთად უჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს.
შპს “აგროსერვისცენტრის” სუბსიდირება, რომლის საქმიანობასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს მუნიციპალიტეტისთვის.
მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა ჯაიანის კომპანიის, ცალკეულ ტენდერებში მონაწილეობის საკითხი.
შპს “ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის მერიის ტენდერებში გამარჯვება და სავარაუდო კორუფციული გარიგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის თანხებს საკუთარ შემოსავლებისგან ხარჯავს.