დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ წარმოადგინა ინფორმაცია 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის,ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.არჩილ თოდუას ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა საწვავის შესაძენად დaხარჯა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, რომელმაც შეადგინა 86 722 ლარი და რომლითაც შეძენილი იქნა 47 458 ლიტრი საწვავი. არჩილ თოდუას თქმით, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი სარგებლობდა ერთ თვეზე ყველაზე დიდი საწვავის ლიმიტით, დაახლოებით 1500 ლიტრიანი ლიმიტი აქვს. „მან 2017 წელს დახარჯა 14 356 ლიტრი საწვავი, თუმცა ეს მონაცემები შემცირებულია 2016 წელთან შედარებით 3 431 ლიტრით.“ არჩილ თოდუამ სატელეფონო კომუნიკაციებზე და სამივლინებულო ხარჯებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2017 წელს სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე ყველა ადმისტრაციაში დაიხარჯა 27 101 ლარი, მივლინებებზე დაიხარჯა 60 727 ლარი“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UDweimZ0oOY[/embedyt]
არჩილ თოდუას უპასუხეს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიაში. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. “სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნტორის ადმინისტრაციაში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით მთლიანი ხარჯები 22 ათასი ლარით შემცირდა. სახელფასო ფონდი კი წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 45 ათასი ლარით იყო შემცირებული. სახელფასო დანამატები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ფუნქციური დატვირთვის, არასამუშაო დღეებსა და საათებში გაწეული სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისთვის. გაცემული დანამატების ოდენობა 2016 წელთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება პრემიებს, 2017 წელს გაცემული პრემიების ოდენობამ 7360 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოაცემებთან შედარებით სამჯერ შემცირებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და მის მოადგილეებს კი პრემიები არც 2016 და არც 2017 წელს არ აუღიათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2017 წელს წინა წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის ხარჯებიც და ის 3 ათასი ლიტრით ნაკლებია. აპელირება, იმაზე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი რეგიონმა ყველაზე მეტი საწვავი გახარჯა, სწორი არა არის, რადგან რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, მის შემადგენლობაში 9 მუნიციპალიტეტია და პროექტების მონიტორინგისა თუ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის მეტი რესურსი იხარჯება. მესტია კი, რეგიონალური ცენტრიდან 140 კილომეტრზე მდებარეობს. გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მივლინების ხარჯები განახევრებულია და ის მხოლოდ 4690 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატოს არც შიდა და არც საგარეო მივლინების დროს, მივლინების თანხა არ ჩარიცხვია. რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო მისიების თუ საპატიო სტუმრების მასპინძლობის ხარჯებს მინიმალურია და განპირობებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში მიმდინარეობს მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რასთან დაკავშირებითაც ხშირია სხვადასხვა ინვესტორების და საპატიო სტუმრების ვიზიტი, რისი გამასპინძლებაც ადმინისტრაციას უწევს.”