- უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
“ერთი წელი გავიდა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევიდან. საქართველო ძლიერად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხი დგას მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.