საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი შეიქმნება


  • საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შეიქმნება მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრი აღიჭურვება მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას.

დღეისთვის მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოვება.

ასევე, მიღებული კანონით დარეგულირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!