- ჩვენს ქალაქში, კვირადღეს, ყველაზე ხალხმრავალი ეკლესიები და სავაჭრო ცენტრებია. საქართველოს პრეზიდენტის, კორონავირუსის პრევენციისთვის გამოცემულმა, 2020 წლის 21 მარტის N1 -მა დეკრეტმა, უპირობოდ დახურა ტანსაცმლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სავაჭრო ობიექტები. იმუშავებენ მხოლოდ კვების ობიექტები, სადაც კვირის წესისგან განსხვავებით, მხოლოდ თითო-ოროლა მოქალაქე მოძრაობს. ხალხმრავალი რჩება ეკლესიები, სადაც წესისამებრ, აღევლინა დილის წირვა, რა თქმა უნდა ზიარებით და სხვა მართლმადიდებლური რიტუალით, რომელსაც დღეს საკმაოდ ბევრი ოპონენტი ჰყავს, მიზეზით, რომ კორონავირუსი ეკლესიაშიც შეაღწევს და ერთი კოვზით ნაზიარები მრევლი უფრო ადვილად დაინფიცირდება.
“ზუგდიდელები”, ქვეყნის საგანგებო მდგომარეობის დროს, პირველი ზუგდიდურიკვირადღის ფოტოფრაგმენტებს გთავაზობთ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, კვირის წირვა
“სუპერმარკეტის” ტერიტორია და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები დღეს: